Wednesday, 21 September 2022

პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ ეპოქაში - კონფერენცია და ესეების კრებულის პრეზენტაცია

 See the English version here.



2022 წლის 19 სექტემბერს გაიმართა კონფერენცია თემაზე - პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ ეპოქაში. კონფერენცია ჩაატარა "ინტერნეტ საზოგადოება საქართველომ" და მას მოდერაციას უწევდა „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი და „ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი - ქეთევან კუკავა.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. მათ განიხილეს მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებ შემდეგ საკითხებთან მიმართებით: სოციალური ქსელები, ელექტრონული ვაჭრობა, ელექტრონული კომუნიკაციები, გამოხატვის თავისუფლება, დისტანციური შრომითი ურთიერთობები და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკას.

„ტექნოლოგიურმა პროგრესმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა საზოგადოებას, გააუმჯობესა ცხოვრების ხარისხი, შექმნა ახალი შესაძლებლობები, თუმცა ამავე დროს ახალი საფრთხეები შეუქმნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და რისკები წარმოშვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. ტექნოლოგიების განვითარება ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ფაქტობრივად ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. მიუხედავად არაერთი სარგებლისა, ციფრული ეპოქა გარკვეულ გამოწვევებს ქმნის, რადგან გროვდება დიდი მოცულობის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც სულ უფრო კომპლექსური გზებით მუშავდება. სწორედ ამიტომ ჩვენი ამ პროექტის მიზანი იყო, შეგვეფასებინა და გაგვეანალიზებინა ციფრულ ეპოქაში არსებული რისკები; ასევე გვენახა, როგორ ვითარდება მონაცემთა დაცვის ევროპული სამართალი და ამის ფონზე, რა გამოწვევებია საქართველოში,“ - აღნიშნა ქეთევან კუკავამ.

კონფერენციაზე განხილულმა თემებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ ეპოქაში და რამდენად მრავალმხრივია ის რისკები და საფრთხეები, რაც ამ კუთხით არსებობს.

ესეების კრებული ხელმისაწვდომია აქ. 

იხილეთ კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი.




No comments:

Post a Comment

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...