Showing posts with label rule of law. Show all posts
Showing posts with label rule of law. Show all posts

Wednesday, 31 January 2024

Presentation of the Study and a Panel Discussion on Open Justice and User-Centered Court Services

On January 29, 2024, “Law and Public Policy Center” hosted a presentation and panel discussion on open justice and user-centered court services.

Ketevan Kukava, Head of LPPC, and Adna Karamehic-Oates, representative of the Open Government Partnership, delivered the opening remarks.

"The study revealed that the Georgian judiciary is not fully utilizing technology as a tool to enhance transparency and efficiency of the court systemTbilisi City Court does not provide access to public information of high public interest, referring to the substantial time and resources required for processing. Access to court decisions remains a significant challenge. The judiciary should take relevant measures to improve transparency and court services and fully implement open justice principles," noted Ketevan Kukava.

Ketevan Kukava presented the study titled "Open Justice and User-Centered Court Services in Georgia – Challenges and Recommendations."

Following the presentation, a panel discussion took place, featuring Giorgi Gotsiridze, Constitutional Litigation Team Leader at the Georgian Young Lawyers’ Association; Keti Chutlashvili, Lawyer at the Social Justice Center; and Giorgi Antadze, Founding Partner/Attorney at Caucasus Legal Service.

The event drew attendees from various sectors, including representatives from the Georgian Bar Association, non-governmental organizations, the Public Defender’s office, academia, donor organizations, and students from Georgian Universities.

The study is available here.

The project is implemented by “Law and Public Policy Center” with the support of the Open Government Partnership through the EU for Integrity Programme for the Eastern Partnership, funded by the European Union.





კვლევის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია ღია მართლმსაჯულებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სასამართლო სერვისების შესახებ

2024 წლის 29 იანვარს, „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა“ გამართა კვლევის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია ღია მართლმსაჯულებისა და სასამართლო სერვისების შესახებ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ქეთევან კუკავამ და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წარმომადგენელმა, ადნა კარამეჰიკ-ოუთსმა.

„კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა სათანადოდ ვერ იყენებს ტექნოლოგიას, როგორც გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების ინსტრუმენტს. თბილისის საქალაქო სასამართლო არ უზრუნველყოფს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ საფუძვლით, რომ მისი დამუშავება დიდ დროს და სასამართლოს რესურსს მოითხოვს. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაც. მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემამ მიიღოს სათანადო ზომები გამჭვირვალობისა და სასამართლო სერვისების გასაუმჯობესებლად და ხელი შეუწყოს ღია მართლმსაჯულების პრინციპების სრულყოფილ დანერგვას,“ - აღნიშნა ქეთევან კუკავამ.

ქეთევან კუკავამ წარმოადგინა კვლევა „ღია მართლმსაჯულება და მომხმარებელზე ორიენტირებული სასამართლო სერვისები საქართველოში – გამოწვევები და რეკომენდაციები.“

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია. მომხსენებლებს შორის იყვნენ: გიორგი გოცირიძე – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი; ქეთი ჩუთლაშვილი – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი და გიორგი ანთაძე – იურიდიული ფირმა „კავკასუს ლეგალ სერვისის“ დამფუძნებელი პარტნიორი/ადვოკატი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, აკადემიური წრის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტების სტუდენტები.

იხილეთ კვლევა.

პროექტს ახორციელებს „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი“ ღია მმართველობის პარტნიორობის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის EU4Integrity პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


Open Justice and User-Centered Court Services in Georgia – Challenges and Recommendations

Open justice applies the principles of open government – transparency, civic participation, and public accountability – to the justice system.[1]

Modern technologies have the capacity to bring about notable improvements in terms of transparency, efficiency, and access to justice. Additionally, these technologies can play a role in advancing the creation of user-centered services within the realm of justice systems.

Judicial transformation should bring justice closer to people and improve efficiency of services.[2] Accessibility of comprehensive information about the judiciary is one of the determining factors of public trust. Besides, access to public information can promote informed public debate and increase the quality of participatory processes.[3]

The effective utilization of technologies in the judicial system has the potential to carry out a large amount of work, which can reduce the administrative burden of court personnel. However, the study revealed that, in the Georgian context, technologies could not improve the situation in terms of transparency and accessibility of public information. Despite the use of electronic systems in the judiciary, the Tbilisi City Court still cannot provide public information of high public interest, citing the substantial time and resources required for processing.

Access to court decisions remains a significant challenge. None of the decisions delivered after April 30, 2020, are published on the portal ecd.court.ge. Furthermore, the amendment made in June 2023 to the Organic Law of Georgia on Common Courts is problematic, as it stipulates that decisions delivered at an open session will be considered public information only after the final decision enters into force.

The study also demonstrated that Tbilisi City Court does not adequately fulfill the obligations specified in the decision N1/225 of the High Council of Justice: as of September 2023, a significant part of the information that should be published proactively is not available on the website of the Court.

The interviews conducted as part of this study revealed that after the pandemic, court hearings in Tbilisi City Court are held in a physical environment. The majority of attorneys express a preference for remote court sessions post-pandemic unless witness interrogations or other circumstances necessitate the physical presence of parties in court. According to the respondents, the favorable aspect of a remote session include saving time, reducing costs, and preserving human resources. Besides, it reduces the need to postpone hearings when a party cannot attend due to valid reasons.

User satisfaction is a key dimension of the quality of justice. In 2018, the High Council of Justice adopted the Rule for Conducting Satisfaction Surveys of Court Users and the Questionnaire for Assessing Satisfaction of Court Users. Unfortunately, this Rule is silent on taking relevant measures in response to the problems identified through the survey. Moreover, access to information regarding the trends identified in particular courts is not ensured.  Besides, conducting satisfaction surveys electronically and automating data processing would simplify the process and reduce the administrative workload on the employees of the administrative office.

Ultimately, the judicial system should effectively use technologies as the means of improving transparency and citizen-centered court services and should promote the implementation of open justice principles.

The study is available here.

 

This study has been developed with the support of the Open Government Partnership through the EU for Integrity Programme for the Eastern Partnership, funded by the European Union. The contents of this study are the sole responsibility of 'Law and Public Policy Center' and do not necessarily reflect the views of OGP or the EU.



[1] Open Government Partnership Global Report, Open Justice, Justice Policy Series, Part 2, p. 9, <https://www.opengovpartnership.org/wp-content/uploads/2020/10/Open-Justice_Justice-II_20201214.pdf> [30.09.2023].

[2] CEPEJ Guidelines on electronic court filing (e-filing) and digitalisation of courts, § 2.

[3] OECD Guidelines for Citizen Participation Processes, OECD Public Governance Reviews, OECD Publishing, Paris, 2022, p. 32.

ღია მართლმსაჯულება და მომხმარებელზე ორიენტირებული სასამართლო სერვისები საქართველოში – გამოწვევები და რეკომენდაციები

ღია მართლმსაჯულება გულისხმობს ღია მმართველობის პრინციპების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების სასამართლო სისტემაზე მისადაგებას.[1]

თანამედროვე ტექნოლოგიებს აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, ასევე ხელი შეუწყოს მომხმარებლებზე ორიენტირებული სერვისების დანერგვას.

ციფრულმა ტრანსფორმაციამ უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის ადამიანებთან დაახლოება და გააუმჯობესოს სერვისების ეფექტიანობა.[2] მართლმსაჯულების სისტემის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოების ნდობის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია. გარდა ამისა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ინფორმირებულ საჯარო დებატებს და ზრდის მონაწილეობითი პროცესების ხარისხს..[3]

სასამართლოში ტექნოლოგიების ეფექტურ დანერგვას დიდი მოცულობის საქმის შესრულების პოტენციალი აქვს, რასაც აპარატის თანამშრომლების ადმინისტრაციული ტვირთის შემცირება შეუძლია. თუმცა, კვლევამ ცხადყო, რომ ქართულ რეალობაში ტექნოლოგიებმა გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში დანერგილია ელექტრონული სისტემები, თბილისის საქალაქო სასამართლო მაინც ვერ უზრუნველყოფს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ საფუძვლით, რომ „მათი დამუშავება დიდ დროს და სასამართლოს რესურსს მოითხოვს.“

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა. პორტალზე ecd.court.ge 2020 წლის 30 აპრილის შემდეგ არცერთი გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული. ამასთან, პრობლემურია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2023 წლის ივნისში შეტანილი ცვლილება, რომლითაც სასამართლოს მიერ ღია სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის საჯარო ინფორმაციად მიჩნევა დამოკიდებული ხდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სათანადოდ არ ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/225 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვალდებულებას: 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის დიდი ნაწილი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული არ არის.

კვლევის პროცესში გამოკითხული ადვოკატების თანახმად, პანდემიის შემდგომ პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები ფიზიკურ სივრცეში ტარდება. ამასთან, თუ მოწმეების დაკითხვა არ ხდება ან სხვა გარემოების გამო არ დგას მხარეთა ფიზიკურად გამოცხადების აუცილებლობა, რესპონდენტების უმრავლესობა ემხრობა პანდემიის შემდგომ პერიოდშიც სხდომების დისტანციურად ჩატარებას. დისტანციურ პროცესს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს დროის, ასევე ფინანსური და ადამიანური რესურსის დაზოგვის თვალსაზრისით. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ასევე უზრუნველყოფს სხდომების გადადების და პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილებას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე ობიექტური მიზეზით ვერ ახერხებს სასამართლოში ფიზიკურად გამოცხადებას.

მომხმარებელთა კმაყოფილება ხარისხიანი მართლმსაჯულების ძირითადი ასპექტია.  2018 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის წესი და სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების კითხვარი. სამწუხაროდ, ეს წესი არაფერს ამბობს კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ შესაბამისი ზომების მიღებაზე და არ არის უზრუნველყოფილი კვლევის საფუძველზე თითოეულ სასამართლოში გამოვლენილი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ამასთან, მიზანშეწონილია სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიზნით ტექნოლოგიის გამოყენება და მონაცემების ავტომატურად დამუშავება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს პროცესს და შეამსუბუქებს ადმინისტრაციულ ტვირთს სასამართლოს აპარატის თანამშრომლებზე.

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემამ ეფექტურად გამოიყენოს ტექნოლოგიები, როგორც გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესების ინსტრუმენტი და ხელი შეუწყოს ღია მართლმსაჯულების პრინციპების სრულყოფილ დანერგვას.

იხილეთ კვლევა სრულად.


კვლევა მომზადდა ღია მმართველობის პარტნიორობის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის EU4Integrity პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ღია მმართველობის პარტნიორობისა და ევროკავშირის შეხედულებებს.

 



[1] Open Government Partnership Global Report, Open Justice, Justice Policy Series, Part 2, გვ. 9, <https://www.opengovpartnership.org/wp-content/uploads/2020/10/Open-Justice_Justice-II_20201214.pdf> [30.09.2023].

[2] CEPEJ Guidelines on electronic court filing (e-filing) and digitalisation of courts, § 2.

[3] OECD Guidelines for Citizen Participation Processes, OECD Public Governance Reviews, OECD Publishing, Paris, 2022, გვ. 32.

Friday, 28 October 2022

Current State of Play in Georgia According to the Rule of Law Index 2022

ქართულენოვანი ვერსია ხელმისაწვდომია აქ.

Author: Ketevan Kukava

According to the 2022 Rule of Law Index, Georgia received an overall score of 0.60 (maximum score of 1). This score has decreased by 0.01 points compared to the previous year.  Georgia is in 49th place among 140 countries and first among 14 countries in Eastern Europe and Central Asia. 

The World Justice Project Rule of Law Index assessed the situation in 140 countries based on the following 8 factors: Constraints on government powers, absence of corruption, open government, fundamental rights, order and security, regulatory enforcement, civil justice and criminal justice.

Georgia received the highest score – 0.79 in the factor of order and security and the lowest factor score – 0.51 in criminal justice.

Compared to 2021, scores received by Georgia declined in the following factors: Constraints on government powers, fundamental rights, civil justice, and criminal justice. Assessments with regard to the absence of corruption, open government, and order and security have not changed. Compared to 2021, the assessment of Georgia has improved only with regard to regulatory enforcement.

Similar to 2020 and 2021, in 2022 Georgia received 0.68 points in the absence of corruption. Among the scores given in 2015-2022, the one received in 2020-2022 is the lowest.

Among the sub-factors of fundamental rights, Georgia has the lowest score (0.47) in privacy and the highest one (0.72) in the right to life and security.

In the factor of civil justice, the lowest scores were given to the following sub-factors: civil justice is not subject to unreasonable delay (0.34) and civil justice is free of improper government influence (0.39). Sub-factor of accessible, impartial and effective alternative dispute resolution mechanisms scored the highest – 0.73 points.

Among the sub-factors of criminal justice, the most problematic is freedom from improper government influence, which scored the lowest – 0.24 points, and the highest score (0.73) was given to freedom from corruption. A relatively low – 0.36 score was given to the sub-factor of effective criminal investigation system, which has decreased by 0.01 points compared to 2021.  

საქართველოში არსებული მდგომარეობა კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსის მიხედვით

See the English version here.

ავტორი: ქეთევან კუკავა

2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა 0.60 ქულით შეფასდა (მაქსიმალური 1 ქულა). ამ მაჩვენებლით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 0,01 ქულით გაუარესდა. საქართველო 49-ე ადგილს იკავებს შეფასებულ 140 ქვეყანას შორის, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ პოზიციაზეა 14 ქვეყანას შორის.

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსი 140 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას შემდეგი 8 კრიტერიუმით აფასებს: მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, სარეგულაციო აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება – 0.79 ქულა წესრიგისა და უსაფრთხოების, ხოლო ყველაზე დაბალი – 0.51 ქულა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კომპონენტში მიიღო

2021 წელთან შედარებით, საქართველო შეფასებ შემდეგ კომპონენტებში გაუარესდა: მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა, ძირითადი უფლებები, სამოქალაქო მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. უცვლელი დარჩა კორუფციის არარსებობის, ღია მმართველობის, წესრიგისა და უსაფრთხოების მაჩვენებლები. 2021 წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება მხოლოდ სარეგულაციო აღსრულების კუთხით გაუმჯობესდა.

2020 და 2021 წლების მსგავსად, 2022 წელს კორუფციის არარსებობის კომპონენტში საქართველოს 0.68 ქულა მიენიჭა. 2015-2021 წლების მაჩვენებლებს შორის 2020-2022 წლების შეფასებები ყველაზე დაბალია. 

ძირითადი უფლებების კომპონენტში ყველაზე დაბალი შეფასება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას აქვს (0.47 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლებას (0.72 ქულა).

სამოქალაქო მართლმსაჯულების კომპონენტში ყველაზე დაბალი ქულებით შემდეგი ინდიკატორები შეფასდა: სამოქალაქო მართლმსაჯულება ხორციელდება პროცესის დაუსაბუთებელი გაჭიანურების გარეშე (0.34 ქულა) და სამოქალაქო მართლმსაჯულება ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალია (0.39 ქულა). ყველაზე მაღალი 0.73 ქულა კი ეფექტური და მიუკერძოებელი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმებს მიენიჭა.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინდიკატორებს შორის საქართველოში ყველაზე პრობლემური მიმართულება ხელისუფლების გავლენის არარსებობაა, რომელსაც ყველაზე დაბალი 0.24 ქულა მიენიჭა, ხოლო ყველაზე მაღალი 0.73 ქულით კორუფციის არარსებობა შეფასდა. საკმაოდ დაბალი 0.36 ქულით შეფასდა ეფექტური გამოძიების კომპონენტი, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 0.01 ქულით ნაკლებია.

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...