Monday, 27 November 2023

ციფრული წიგნიერების სკოლა

 2023 წლის 18-19 ნოემბერს, „ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფის ორგანიზებით მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ციფრული წიგნიერების სკოლა ჩატარდა.

სკოლის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:

·         პერსონალურ მონაცემთა დაცვა;

·         დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები;

·         ციფრული წიგნიერება;

·         ინტერნეტ მმართველობა და კიბერ დიპლომატია.

ციფრული წიგნიერების სკოლის ფარგლებში, ლექტორებად მოწვეული იყვნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები: 

ქეთევან კუკავა, „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი; „ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი; როეჰამპტონის, გოტენბურგის და ტრომსოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის მაგისტრი ადამიანის უფლებების პოლიტიკასა და პრაქტიკაში; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი.

ჯუბო ბერიძიშვილი, ფორსეტის ინფორმაციული წიგნიერების პროექტების ხელმძღვანელი, მალმოს უნივერსიტეტის მაგისტრი გლობალურ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცვლილებებში.

მარიკა სიხარულიძე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტი, ევროპის საბჭოს ციფრული მოქალაქეობის პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში.

ვლადიმერ სვანაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI)“ დამფუძნებელი, საქართველოს კიბერუსაფრთხოების აკადემიის (CSA) მმართველი პარტნიორი.

ციფრული წიგნიერების სკოლაში მონაწილეობა 60-მა მოსწავლემ მიიღო. „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი“ მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობას ციფრულ ეპოქაში არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

 


No comments:

Post a Comment

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...