Tuesday, 25 July 2023

Project "Monitoring and Assessment of the Transparency and Accountability of the Labor Inspection Office"

Donor organization: Open Society Georgia Foundation

Budget: 8,272 USD

Duration: 30 June 2023 - 30 December 2023

Project aim: The project aims to monitor and assess the transparency and accountability of the Labor Inspection Office, and propose and advocate relevant recommendations.

Thursday, 6 July 2023

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით

ავტორი: ქეთევან კუკავა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომ - სასამართლო) 2023 წლის 4 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე გლუხინი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც პირველად განიხილა სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, პოლიციამ მომჩივანი დააკავა მეტროში, რადგან ის წინასწარი შეტყობინების გარეშე მშვიდობიანი დემონსტრაციის ჩატარებისთვის ძებნილად იყო გამოცხადებული. თავდაპირველად მისი იდენტიფიცირება მოხდა  ტელეგრამ არხზე განთავსებული ფოტოების და ვიდეოს მეშვეობით, სადაც ჩანდა, რომ ის მარტო ატარებდა დემონსტრაციას. სავარაუდოდ, პოლიციამ მისი იდენტიფიცირებისთვის სახის ამომცნობი ტექნოლოგია გამოიყენა. მომჩივნის იდენტიფიცირებისთვის ასევე გამოყენებულ იქნა მეტროში არსებული სახის ამომცნობი კამერები. პროცესის მიმდინარეობისას მტკიცებულებად წარდგენილ იქნა ტელეგრამ არხიდან და ვიდეო ჩანაწერიდან ამოღებული ფოტომასალა. მომჩივანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, კერძოდ, შეტყობინების გარეშე დემონსტრაციის ჩატარებისთვის პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოცემულ საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, რადგან მომჩივნის მიმართ გამოყენებული სამართლებრივი ნორმა არ იყო საკმარისად განჭვრეტადი და ვერ აკმაყოფილებდა კანონის ხარისხობრივ მოთხოვნას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას სასამართლო კანონის შესაბამისად ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებად მიიჩნევდა, ამგვარი ჩარევა არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნება და დაცულობის მეტი ხარისხით სარგებლობს. 

სახის ამომცნობ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს დეტალური წესები, რომლებიც ამგვარი ზომების გამოყენებას არეგულირებს, ასევე აუცილებელია მყარი გარანტიების არსებობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თვითნებობის თავიდან ასაცილებლად. ამგვარი გარანტიების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც გამოიყენება რეალურ დროში სახის ამომცნობი ტექნოლოგიები.

კანონის ნორმა, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელების კონტექსტში ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას ითვალისწინებდა, სასამართლომ ფართოდ ფორმულირებულად მიიჩნია. ამავე დროს, კანონი არ ითვალისწინებდა პროცედურულ გარანტიებს, მაგალითად, ნებართვის გაცემას, მონაცემების გამოკვლევის, გამოყენების, შენახვის პროცედურებს, კონტროლის მექანიზმს და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს.

სასამართლოს თანახმად, მნიშვნელოვნად ინვაზიური სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებით მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების იდენტიფიცირებას და დაკავებას შესაძლოა „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება მომჩივნის მიმართ, რომელიც კონვენციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდა, შეუთავსებელი იყო დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებთან, რასაც კონვენცია იცავს და მხარს უჭერს. სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებით მომჩივნის პერსონალური მონაცემების დამუშავება, ტელეგრამზე გამოქვეყნებული ფოტოების და ვიდეოს მეშვეობით მისი იდენტიფიცირების, ასევე მეტროთი მგზავრობისას მისი ადგილმდებარეობის დადგენისა და დაკავების მიზნით, არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.“

შესაბამისად, სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევა დაადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია 2022 წლის 16 სექტემბრიდან აღარ არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე მხარე, სასამართლომ ეს საქმე განიხილა, რადგან მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა ამ თარიღამდე მომხდარ ფაქტებზე.

იხილეთ სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად.


Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...