Saturday, 25 February 2023

სოციალური უფლებების ზამთრის სკოლა

2023 წლის 20-23 თებერვალს „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ ორგანიზებით და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით სოციალური უფლებების ზამთრის სკოლა გაიმართა.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობდა ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეული 16 სტუდენტი საქართველოს 10 უნივერსიტეტიდან.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ქეთევან კუკავამ: „ჩვენი ზამთრის სკოლის მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც გაიცნობთ თანამოაზრეებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, გაიღრმავებთ ცოდნას, ჩაერთვებით დისკუსიებში და თავისუფლად გამოხატავთ თქვენს აზრებსა და შეხედულებებს. იმედი მაქვს, მიღებულ ცოდნას ეფექტურად გამოიყენებთ მომავალში და ხელს შეუწყობთ ადამიანის უფლებების დაცვას ჩვენს ქვეყანაში.“

პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა - ბექა ჯავახაძემ და ადამიანის უფლებების იურისტმა - ლელა გვიშიანმა სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტები, ეროვნული კანონმდებლობა  და პოლიტიკა, ასევე საქართველოში არსებული გამოწვევები გააცნეს. პროგრამა ასევე მოიცავდა პრაქტიკულ კომპონენტებსაც. მიღებული ცოდნის საფუძველზე, სტუდენტებმა სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევები შეისწავლეს და გააანალიზეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს უწყებათაშორისი კომისიის სიმულაციურ სხდომაში, სადაც არსებული პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს.

სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

No comments:

Post a Comment

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...