Tuesday, 10 January 2023

სოციალური უფლებების ზამთრის სკოლა 2023

„სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი“ აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის სოციალური უფლებების ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

ზამთრის სკოლის ფარგლებში განხილული იქნება სათანადო საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები, ასევე საქართველოში არსებული კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოწვევები. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.

ზამთრის სკოლა ჩატარდება 2023 წლის 20-23 თებერვალს სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში.“  პროექტი სრულად ფარავს ზამთრის სკოლაში მონაწილეობის ხარჯებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული, ასევე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 500 სიტყვა) 2023 წლის 26 იანვრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: Lppc.winterschool@gmail.com გთხოვთ, სამოტივაციო წერილში ასევე მიუთითოთ ის კონკრეტული საკითხები/გამოწვევები, რომელიც თქვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია.

ზამთრის სკოლა ტარდება ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

 

ზამთრის სკოლის მომხსენებლები:

მარიამ ჯანიაშვილი - მარიამი არის ადამიანის უფლებათა იურისტი მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილებით. იგი 2018 წლიდან სოციალური სამართლიანობის ცენტრში მუშაობს პროექტების კოორდინატორის/მკვლევარ-იურისტის პოზიციაზე და მისი საქმიანობის ძირითად ფოკუსს სოციალური პოლიტიკა, სიღარიბესთან ბრძოლა, უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის საკითხები, ასევე, შშმ პირთა უფლებები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა წარმოადგენს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის გარდა, მას აქვს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობის გამოცდილება.

2013 წელს მან მიიღო საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის, ხოლო 2015 წელს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტია. არის სოციალურ პოლიტიკასა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის უფლებებთან დაკავშირებით 20-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი.

ბექა ჯავახაძე - ბექას აქვს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი 2011 წლიდან დასაქმებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, ამჟამად სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. სახალხო დამცველის ინსტიტუტში მის ერთ-ერთ საკურატორო სფეროს წარმოადგენს უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის საკითხის კვლევა. ამ მიზნით ის სწავლობს და აფასებს უსახლკარობის სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებს, ინდივიდუალურ ან/და კოლექტიურ განცხადებებს, მონაწილეობას იღებს ცენტრალური თუ ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე საკანონმდებლო ორგანოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, ამზადებს საქართველოს სახალხო დამცველის წლიური საპარლამენტო ანგარიშის შესაბამის თავს.

2009 წელს მან მიიღო სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი გურამ თავართქილაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2013 წელს საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

No comments:

Post a Comment

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...