Tuesday, 7 March 2023

კონფერენცია „სამართალი, ტექნოლოგიები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა“

The English version is available here.

2023 წლის 28 თებერვალს, „ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე „სამართალი, ტექნოლოგიები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.“ მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს მონაცემთა დაცვის გამოწვევებზე და განიხილეს ამ საკითხთან დაკავშირებული სამართლებრივი და ტექნოლოგიური ასპექტები.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ:

ქეთევან კუკავა, „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი, „ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს” პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

ნინო ორაგველიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტი.

ზვიად გაბისონია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევების ცენტრის დირექტორი,  „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში” სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.

კახაბერ გოშაძე, სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი.

გიორგი გიორგანაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, „სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორი.

გიორგი გურგენიძე, საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი.

ქეთევან კუკავამ ისაუბრა მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის განვითარების ძირითად ტენდენციებზე, დეტალურად განიხილა მონაცემთა დამუშავების ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებული სტანდარტები და წარმოადგინა რეკომენდაციები საქართველოსთვის. 

ქეთევან კუკავას კვლევა ხელმისაწვდომია აქ. მისი მოხსენების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია აქ

 

 

 

No comments:

Post a Comment

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...